ორი თემაა დღეს, აღდგომა და უვიზო, მაგრამ ასეთ რამეს თუ წავიკითხავდი არ მეგონა.
ტიპი წერს "ბიძინას აღდგომაო" 🤦
ესენი დღეს დადგებიან სანთლებით, საპროტესტო აქციაზე. წამიერად გამეცინა, მაგრამ არაა სასაცილო... რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებას, არ დარჩენილა ოპომედია და ახალი ტერმინი უნდა დავაკმვიდრო - არალეგიტიმური ოპოზიციის წარმომადგენელი ამ თემაზე რომ არ ეთქვა ან დაეწერა, თმების გაწეწვით, ქართველი ხალხის მონაპოვარია და ხელისუფლება გვართმევსო
ისე ლაპარაკობენ, თითქოს ხალხმა თავისით მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია. არ ვიცი გააუქმებენ თუ რას იზამენ. მუქარებით კოლონიებს ესაუბრონ. თუმცა ეს ცალკე სასაუბროა. მაგრამ გამოხმაურება სხვა მიზეზით გადავწყვიტე.
ახლა გვაბოლებენ - ბრიუსელში უნდა ჩავიდეთ, ვთხოვოთ უვიზო არ გაგვიუქმონო. გჯერათ?
მეორე წელია მაგაზე ჩალიჩობენ. სხვა საბაბი ხალხის ასაგდებად აღარ დარჩათ. ბოლო სამაშველო რგოლია. და მაგ რგოლზე უარის სათქმელად ჩადიან?
მათი ჭკუით წაუგებელს თამაშობენ. თუ გაგვიუქმებენ, იტყვიან ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდაო. თუ არ გაგვიუქმებენ, იტყვიან ჩვენი დამსახურებაოო.
იგივე არ იყო მანამდეც?! ჯერ ასოცირებაზე ჩალიჩობდნენ, არ მოგვცეთ თორემ ასე ოცნებას ჩვენი მძიმე წარსულით ვერ მოვუგებთ არჩევნებსო.
მერე კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც იგივე იყო. ბრიუსელში დარბოდნენ, აქ შავ ხვრელებს ეძებდნენ, საქართველო სანქციებს არღვევსო, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა არ მიგვეღო და ამ ფონზე ორი წელი არყევდნენ ქვეყანას. ბოლოს როცა მიხვდნენ რომ სტატუსს მოგვცემდნენ, იგივე გაითამაშეს თითქოს სთხოვეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჰგონიათ დაგვავიწყდა...
ამ მავნებლობას და საბოტაჟს მივეჩვიეთ მაგრამ აღდგომაც თუ ხელისუფლების იყო... სამშაბათამდე არ ვაპირებდი პოლიტიკაზე დაწერას. დღეს წირვაა, ხვალ აღდგომა და ა.შ. ბევრი ღლიცინებს ამ დღეებში ცეცხლის გარდამოსვლაზე, აღდგომაზე. არ მიმიქცევია ყურადღება. მაგრამ ეს წლის ფრაზაა.
ამასობაში პუტინმაც კი სააღდგომო მორატორიუმი გამოაცხადა - საინტერესოა როგორ გაკონტროლდება დამრღვევი. ამ თემაზეც სხვა დროს.
მოკლედ, ჩვენც მორატორიუმი გამოვაცხადოთ. არანაირი პოლიტიკა, ორი დღე მაინც. შეეცდებიან დღის წესრიგში იყონ, მაგრამ გავატაროთ.
@EURASIAEXpress
🧑💻 Подписаться | Прислать новость